Tuesday, December 8, 2009

მათემატიკა და ხელოვნება

პროექტის სახელი: მათემატიკა და ხელოვნება.
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ცნობებს ორნამენტების შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: სხვადასხვა წყაროების საშუალებით მოიპოვებენ ინფორმაციას ორნამენტების შესახებ,ხელოვნების სხვადასხვა დარგებში: ხუროთმოძღვრებაში, არქიტექტურაში, ნაქარგებში, მხატვრობასა თუ ყოფითი დანიშნულების საგნებში და სხვა. ესტუმრებიან საქართველოს ხელოვნების მუზეუმს, შეისწავლიან და მათემატიკურად გამოიკვლევენ ქართული ორნამენტების ნიმუშებს. კომპიუტერის საშუალებით გაეცნობიან სხვა ქვეყნების ორნამენტებსაც და შეადარებენ ერთმანეთს. გაეცნობიან პარკეტის შედგენისას გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებას.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი, მე-9 კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები ერთმანეთს გააცნობენ მოპოვებულ მასალას და გაუზიარებენ ერთმანეთს აზრებს. შეაჯერებენ და ჩამოაყალიბებენ ერთ მთლიან მასალად.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: აიმაღლებენ სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვების უნარს, გაეცნობიან გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების მაგალითებს დეკორატიულ ხელოვნებაში, პრაქტიკულ საკითხებში.
სარგებელი სხვათათვის: მოსწავლეები დააინტერესებენ თავიანთ მეგობრებს და ისინიც გაიღრმავებენ ცოდნას.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/ კავშირი: ხელოვნება, ხატვა, ხაზვა, ისტორია.
მონაწილეები სახვა სკოლებიდან: არ მონაწილეობენ.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნაირა ხორბალაძე.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nairaxorbaladze@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი-ბლოგი: